ვაგონეტი, ქართული კინოპროდაქშენ კომპანია, რომელიც ორი ათწლეულია პოზიციონირებს საერთაშორისო ბაზარზე, დააარსა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა გიორგი ოვაშვილმა.
კომპანიის სახელწოდებაც კინორეჟორის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელთან არის დაკავშირებული.
ვაგონეტის თანამონაწილეობით შექმნილი პროექტები ბერლინის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, ტოკიოს, სარაევოს და სხვა აღიარებულ კინოფესტივალებზე იყო წარმოდგენილი.
კომპანიის ხელშეწყობით წარმოებული კინოსურათები ნომინირდა ოსკარის საუკეთესო უცხოური სრულმეტრაჟიანი ფილმების შორტლისტში და, ამასთან, მოიპოვა
Crystal Globe – კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო.
გერმანიაში, საფრანგეთში, ყაზახეთში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და თურქეთში შესრულებული კოპროდუქციები და ერთობლივი პროექტები ვაგონეტის ისტორიის ნაწილია.
დღეს კინოინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პარტნიორები არიან: 42Film (გერმანია), Arizona Productions (საფრანგეთი), Kino (ყაზახეთი) და Pluto Film (გერმანია), რომლებთან ერთად
ვაგონეტი განაგრძობს წარმოებას ხელოვნებისთვის.