ხარჯთაღრიცხვა

თქვენ გვეუბნებით რა გჭირდებათ, ჩვენ გაძლევთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ვერგებით თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში გთავაზობთ ოპტიმალურ მომსახურებას. წარმოგიდგენთ დახარჯული თანხის დაწვრილებით აღწერილობას და საჭირო დოკუმენტაციას.


გადამღები ჯგუფი

გთავაზობთ პროფესიონალ ადგილობრივ კადრს ნებისმიერ საჭირო პოზიციაზე. ამასთანავე, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენი კადრების კომპეტენციასა და სინდისიერებაზე.


ქასთინგი

ვატარებთ ცოცხალ ქასთინგებს. გვაქვს პროფესიონალ და არაპროფესიონალ მსახიობთა მუდმივგანახლებადი ციფრული ბაზა.


ლოკაციების ძიება

შეგირჩევთ სავარაუდო გადასაღებ ტერიტორიებს ჩვენი ფოტო-ალბომებიდან, რის შემდეგაც მოვაწყობთ საძიებო ტურს თქვენთან ერთად. ადგილზე შევისწავლით ლოკაციებს სცენართან შესაბამისობისა და ლოჯისტიკური მოწყობის თვალსაზრისით


ტექნიკური აღჭურვილობა

ჩვენს კომპანიას გააჩნია ტექნიკური ბაზა, ანუ გამორიცხულია აღჭურვილობის ქირავნობის ღირებულების ხელოვნური ზრდა, რაც ყოველთვის ხდება კლიენტსა და ტექნიკის კომპანიას შორის შუამავლობის შემთხვევაში.


ქათერინგი

უგემრიელესი ქართული კერძები, ან ჯგუფის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი მენიუ ნეტარებად გიქცევთ შესვენებებს რთული სამუშაო პროცესის დროს. საუზმე, ლანჩი, ვახშამი და ხემსი სამზარეულოს სრული აღჭურვილობით ნებისმიერ რთულად მისადგომ ლოკაციაზე ჩვენთვის მარტივი გამოწვევაა.

 

და ა.შ.