ცნობილი ჰოლანდიელი სცენარისტი საქართველოში ორ ფილმზე იმუშავებს

saneboholandia_2019-03-28_rUtRX58mNm6EFu.jpg

ჰო­ლან­დი­ე­ლი სცე­ნა­რის­ტი რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა. კი­ნო­კომ­პა­ნია „ვა­გო­ნეტ­თან“ ერ­თად სცე­ნა­რის­ტი ორ ფილმზე მუ­შა­ობს - „მთვა­რე მა­მაა ჩემი“ და „მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სცე­ნა­რის­ტი უკვე თა­ნამ­შრომ­ლობ­და კომ­პა­ნია "Wagonnet Films"-ის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან ფილ­მებ­ზე - „სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი“ და „ხი­ბუ­ლა“.

“კომ­პა­ნია "ვა­გო­ნე­ტი" ახა­ლი პრო­დაქ­შენ სტუ­დი­აა, რო­მელ­საც აქვს გან­ვი­თა­რებს ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვა და მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ორ პრო­ექ­ტზე ვთა­ნამ­შრომ­ლობ მათ­თან. მე და გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი ამ ახა­ლი ფილ­მე­ბის სცე­ნარ­ზე ერ­თად ვმუ­შა­ობთ", - ამ­ბობს სცე­ნა­რის­ტი.

პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი მი­ნე­ბო სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ხაზს უს­ვამს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას:

"რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს, ეს არის მდი­და­რი კულ­ტუ­რა. მე ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვთ. მე­ო­რე, ეს არის ქარ­თვე­ლე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და მე­სა­მე - ტემ­პი, რო­მე­ლიც მე მა­ო­ცებს და მხიბ­ლავს" - აღ­ნიშ­ნა სცე­ნა­რის­ტმა სა­უბ­რი­სას.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უსს" ეს­ტუმ­რა და თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა ქარ­თველ კო­ლე­გებს.