საქართველო მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ქედზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აზიის შესაყართან. ერთმანეთისაგან განსხვავებულ ბუნებრივ და ურბანულ არეალებს შორის მდებარეობა ქმნის უნიკალურ გეოგრაფიას ქვეყნის მცირე-ფართობიან ტერიტორიაზე.

 
 
 
 
 

საქართველოს რელიეფის უიშვიათესი და უმშვენიერესი ფორმები აქვს. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებია, მცირე ნაწილი - დაბლობები.

მდიდარ წყლის რესურსებს ქმნის უხვი რაოდენობის მდინარეები, მყინვარები, ჭაობები, ტბები და ჩანჩქერები.

წელიწადის ოთხივე სეზონი განსხვავებული კლიმატური პირობებით ხასიათდება. გვაქვს მზე, ღრუბელი, ნისლი, წვიმა, ქარი, და თოვლი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, ან ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას.

ქვეყნის უნიკლაური ფლორა 13 000-ზე მეტ სახეობას ითვლის და ქვეყნის მასშტაბით ულამაზეს მცენარეთა სამყაროს ქმნის.