გადაიღე საქართველოში გამოცდილი ჯგუფის დახმარებით და მინიმალური დანახარჯებით!

“ვაგონეტი” არის ქართული კინო-კომპანია, რომელიც გაგიწევთ მომსახურებას ფილმ-წარმოების ყველა ეტაპზე და ნებისმიერი აუდიო-ვიზუალური პროექტის განხორციელების პროცესში. ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებთან და გადამღებ ჯგუფებთან.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, მდიდარი გეოგრაფიით, კლასიკური და თანამედროვე არქიტექტურით, კინო-წარმოების ასწლიანი გამოცდილებით. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ ლიბერალურ კინო-პოლიტიკასთან ერთად, ქმნის საუკეთესო შესაძლებლობებს საქართველოში გადაღების მსურველთათვის.

 
 

საქართველოში გადაღების უპირატესობები:

- მრავალფეროვანი გეოგრაფია
- გამოცდილი პროფესიონალების გუნდი
- ხელმისაწვდომი ფასები და დახარჯული თანხის ანაზღაურების სისტემა

 
 

წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს დაგეხმაროთ ფილმებისა, თუ სხვა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე. თქვენი პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე გაგიწევთ სრული წარმოების მენეჯმენტს, ან კონკრეტულ მომსახურებას. ჩვენი სერვისებია:

ხარჯთაღრიცხვა | ლოკაციების ძიება | ქასთინგი

 
 

კინო ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა. ვიღებთ მხატვრულ და დოკუმენტურ, სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კომპანია აწარმოებს საკუთარ პროექტებს და კო-პროდუქციებს, უწევს მომსახურებას დამკვეთებს. გარდა ფილმებისა, ვმუშაობთ რეკლამებზე, მუსიკალურ კლიპებზე, ტელე-გადაცემებზე, ფოტო-გადაღებებზე.

 
 

თვალი ადევნეთ ჩვენს კომპანიაში მიმდინარე აქტივობებს, იხილეთ განახლებული ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობის შესახებ, გაეცანით კინო-ფესტივალებსა და კინო-ბაზრობებზე ჩვენი მონაწილეობის შედეგებს და სხვა სიახლეებს.

 
 

კომპანია „ვაგონეტი“ დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც ცნობილი რეჟისორისა და პროდიუსერის - გიორგი ოვაშვილის გარშემო გაერთიანდნენ. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ქართულ და უცხოურ კინო-ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.