31a92b3ce7eb772b550fc49e9c100ad6.jpg

უღელტეხილი

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

რეჟისორი - სიდიკ ბარმაკი

სცენარის ავტორი - გურამ ოდიშარია

პროდიუსერი - გიორგი ოვაშვილი

ფილმის სცენარი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დასასრულს ქართული მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა. ქვეყანაში მიმდინარე კიდევ ერთი სამოქალაქო ომის მიზეზით მათ ზღვისპირა საავტომობილო გზა ჩაკეტილი დახვდათ და სამშვიდობო ადგილამდე მისაღწევად ზღვის დონიდან 3.000 მეტრამდე სიმაღლის კავკასიის მთების და ურთულესი უღელტეხილის გადავლა მოუხდათ. ცნობილი ქართველი მწერალი – გურამ ოდიშარია ერთ-ერთი მათგანი იყო. ამ ჯოჯოხეთური გზის ისტორია მან აღწერა თავის რომანში – “დევნილთა უღელტეხილი”, რომელსაც მოგვიანებით კინო-სცენარის სახეც მისცა. პროექტით ოქროს გლობუსის მფლობელი რეჟისორი – სიდიკ ბარმაკი დაინტერესდა და ფილმის გადაღებაზეც დაგვთანხმდა.