literature.jpg

საქართველო ყოველთვის მდიდარი კულტურული ტრადიციებით გამოირჩეოდა. ქართული კლასიკური ლიტერატურა სათავეს V საუკუნიდან იღებს.

ადგილობრივ მხატვრობაში, დასავლურ, აღმოსავლურ და ეროვნულ ტრადიციებთან სინთეზით, უამრავი საინტერესო მიმდინარეობა ჩამოყალიბდა.

painting.jpg
music.png

მუსიკა ჩვენი წინაპრების ყოფითი ცხოვრების აუცილებელი ელემენტი იყო და საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა.

ქართული ფოტოგრაფიის სკოლა თავის ისტორიას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყებს.

photography.jpg
film.PNG

ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, ძლიერი საფუძველი შეუქმნა ქართულ კინემატოგრაფიას, რომელსაც დღეს მსოფლიო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი 1912 წელსაა გადაღებული, პირველი ქართული მხატვრული ფილმი კი - 1919 წელს. გამოდის, ქართული კინოს განვითარება XX საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, მსოფლიო კინემატოგრაფიის ჩამოყალიბების პარალელურად დაიწყო და მას შემდეგ არც გაჩერებულა. ქართული ფილმები საერთაშორისო არენაზე თავიდანვე დიდ წარმატებას აღწევდა, მოგვიანებით კი, თემატურ-ჟანრობრივმა ზრდამ ის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე აიყვანა. ქართული კინოს მონაპოვარია ბერლინის ვერცხლის დათვი, კანის კინო-ფესტივალის სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები, ნომინაციები ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, უამრავი მთავარი პრიზი ა კლასის საერთაშორისო კინო-ფესტივალებზე.