khibula.jpg

ხიბულა (2017)

რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი

სცენარის ავტორები - რულოვ იან მინებო, გიორგი ოვაშვილი

პროდიუსერები - გიორგი ოვაშვილი, აიკე გორეჩკა, კრისტოფ კუკულა, გიიომ დე სეი.

მსოფლიო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინო-ფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში.

ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო პერიოდს ეძღვნება. ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმის სიუჟეტი სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.

თრეილერის ნახვა


რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი

სცენარის ავტორები - ნუგზარ შატაიძე, რულოვ იან მინებო, გიორგი ოვაშვილი

პროდიუსერები - ნინო დევდარიანი, აიკე გორეჩკა, გიიომ დე სეი, კარლა აქსმანოვა, საინ გაბდულინი.

ფილმმა მოიპოვა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინო-ფესტივალის მთავარი ჯილდო - ბროლის გლობუსი, მოხვდა ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიის მოკლე სიაში. მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება. ორი ფერმერი - მოხუცი ბაბუა და მოზარდი შვილიშვილი კონფლიქტის ზონაში მეურნეობას მისდევს, მათ სიმინდი მოჰყავთ. აფხაზ ბაბუა-შვილიშვილთან კუნძულზე დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოხვდება, რის შემდეგაც გმირების ყოფითი საქმიანობა და ყოველდღიური ერთფეროვნება იცვლება.

თრეილერის ნახვა

IMG_151.jpg

სიმინდის კუნძული (2014)


Copy%2Bof%2B000038.jpg

გაღმა ნაპირი (2009)

რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი

სცენარის ავტორი - ნუგზარ შატაიძე

პროდიუსერები - გიორგი ოვაშვილი, საინ გაბდულინი.

ფილმი 100–ზე მეტი საერთაშორისო კინო ფესტივალის მონაწილე და 50–მდე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

“გაღმა ნაპირი” 12 წლის დევნილი ბიჭის - თედოს ცხოვრებაზე მოგვითხრობს. აფხაზეთის ომის შემდეგ მან ყველაფერი დაკარგა და ახლა, დედასთან ერთად, თბილისში, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ქოხში ცხოვრობს. მამამ, ავადმყოფობის გამო, აფხაზეთიდან გამოქცევა ვერ მოახერხა. გულგატეხილი თედო ერთ დღესაც ომისგან განადგურებულ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას და მამის მოძებნას გადაწყვეტს.

თრეილერის ნახვა