ევრაზიის დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის მდებარეობამ საქართველოში სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებული არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ჩვენ მოვახერხეთ განვითარება და, ამავე დროს, შევინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი. საქართველოს მრავალფეროვანი არქიტექტურა სხვადასხვა სტილისა და ტიპის შენობებს აერთიანებს. მათ შორისაა: III-V საუკუნეების ციხე- სიმაგრეები, სასახლეები, ტაძრები და მღვიმეები, შუა საუკუნეების კლასიკური მონუმენტური ქვის შენობები, საბჭოური სტილის კორპუსები და თანამედროვე მინის კონსტრუქციები.